| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „აისი ჯგუფის“ მიერ ჰოსპიტალური სექტორის დატოვებას ფინანსური მომსახურების სეგმენტზე ფოკუსირების სურვილით ხსნის კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი.
თენგიზ მეზურნიშვილი GBC-სთან ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება გაემიჯნათ სადაზღვევო და სამედიცინო საქმიანობა, შედეგად აქცენტი ფინანსურ მომსახურებაზე გაკეთდება.
კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ორი სექტორი ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც სწორია, რადგანაც მათი კვეთით იკარგება მომხმარებლის არჩევანის თავისუფლება.
ბიზნესმენი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას იხმობს, აღნიშნავს, რომ საქართველოშიც ევროპული სტანდარტების დანერგვა სურთ და ეს გადაწყვეტილება ახალი აქციონერის ნიდერლანდური „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ მიერაც მოწონებულია.
მეზურნიშვილი ამბობს, რომ სექტორების გამიჯვნაზე საქართველოშიც დაიწყეს ფიქრი და ვარაუდობს, რომ მომავალში კომპანიების ფლობის ვერტიკალური ბმა შეიცვლება.
ჰოსპიტალური სექტორიდან გასული „აისი ჯგუფი“ სადაზღვევო ბაზრის ყველა სეგმენტზე გააქტიურდება, განსაკუთრებული აქცენტი კი ავტოდაზღვევაზე გაკეთდება, სადაც სავალდებულო დაზღვევის (პირველ ეტაპზე სატრანზიტო ავტომობილებზე) შემოღებაზე უკვე აქტიური საუბრებია.
"სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე რთულია გაურკვევლობა, თუმცა დღეს როდესაც ცნობილია სახელმწიფოს მიზნები, მათ შეუძლიათ ამ პოლიტიკის და შეცვლილი თამაშის წესებით დაგეგმონ საკუთარი ბიზნესი“, - აღნიშნავს თენგიზ მეზურნიშვილი, ამბობს, რომ დღეს სამედიცინო მომსახურების სფეროში სახელწიფოს უჭირავს ყველაზე დიდი წილი და ბუნებრივია, აქვს უფლება თავად დაგეგმოს აქ პოლიტიკა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss