ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კატალონიამ დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის გამართვის თარიღი დაასახელა
9 ივნისი, 2017, 14:51
კატალონიამ დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის გამართვის თარიღი დაასახელა

თბილისი (GBC) - კატალონიის ჟენერალიტეტის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, კატალონიის დამოკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი1 ოქტომბერს გაიმართება.

 El Mundo-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეგიონის მოსახლეობას უკვე მოუწოდა პროცესში მონაწილეობისკენ და დააფიქსირონ სურთ თუ არა კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს. 

El Pais აღნიშნავს, რომ  პუჩდემონი რეფერენდუმის ჩატარებას მაინც აპირებს,  მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით,  ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების კარი „ბოლო წუთამდე ღია იქნება“.

აღსანიშნავია, რომ  ასეთივე სიტუაციაში კატალონია 2015 წლის შემოდგომაზე აღმოჩნდა, როდესაც  კატალონიის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, თუმცა ორი დღის შემდეგ, ესპანეთის მთავრობამ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც რეზოლუცია უკანონოდ მიიჩნია და გააუქმა.

 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები