ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ფრანგული Groupe ADP TAV-ის აეროპორტებში წილს ზრდის  
9 ივნისი, 2017, 17:39
ფრანგული Groupe ADP TAV-ის აეროპორტებში წილს ზრდის  

თბილისი (GBC) -  Groupe ADP -ის მფლობელი ფრანგული Aéroports de Paris SA თურქულ TAV Airports-ში წილს ზრდის.

კომპანიის ცნობით, Groupe ADP TAV-ის აეროპორტების აქციათა 8,12%-ს 160 მლნ დოლარად შეიძენს და წილს 46.12%-მდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ Groupe ADP TAV Airports-ში აქციონერთა შორის 2012 წლიდან არის წარმოდგენილი და 38%-იან პაკეტს ფლობდა. 

ტრანზაქციის შემდეგ TAV Havalimanları Holding-ის კაპიტალი 2 მლრდ დოლარი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი გარიგების შესახებ გახდა ცნობილი, წილის ყიდვის პარალელურად, Groupe ADP გაყიდის თავის 49%-იან წილს TAV Construction-ში. გარიგების ღირებულება  9 მლნ ევროა. 

პროცესის დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება, რის შემდეგაც ფრანგული კომპანიის ფინანსურ ანგარიშებში TAV -ის მონაცემებიც შევა.

შეგახსენებთ,  TAV Airports-ი თურქეთსა და მსოფლიოში 14 აეროპორტს მართავს, მათ შორის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები