ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ინტერრაო საქართველოს მთავრობისგან 125 მილიონ დოლარს ითხოვს
10 ივნისი, 2017, 22:43
ინტერრაო საქართველოს მთავრობისგან 125 მილიონ დოლარს ითხოვს

თბილისი (GBC) - "ინტერრაო" საქართველოს მთავრობისგან, ლარის გაუფასურების გამო მიყენებული ზარალისთვის, 125 მილიონ დოლარს ითხოვს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, აღნიშნავს, რომ ეს თანხა 1 მაისის მდგომარეობითაა და შესაძლოა გაიზარდოს.

სააგენტო წერს, რომ რუსული ენერგოკომპანიის ნოდერლანდურმა შვილობილებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში 2 სარჩელი შეიტანეს.  ერთი ჰესებს „ხრამი 1"-ს და „ხრამი 2“-ს , მეორე კი, „თელასს“ ეხება. კომპანია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას არ მოჰყოლია ელექტროენერგიის ტარიფების შესაბამისი ზრდა, რის გამოც მათ ათეულობით მილიონის ზარალი მიადგათ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი Reuters-თან ამბობს, რომ კომპანია ტარიფების ზრდას და კომპენსაციას ითხოვს. ვალიშვილს თანხა არ დაუსახელებია. სარჩელის თანხას არ აკონკრეტებენ არც "ინტერრაოში".

ვალიშვილი აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ „ინტერრაოს“ მარეგულირებელ კომისიაში განაცხადის შეტანა შესთავაზა, რათა გაირკვეს "ხრამი 1" და "ხრამის 2"-ის შემთხვევაში მათი პრეტენზიების სამართლიანობა.

"ამ ტარიფების კორექტირება შესაძლებელია, თუ კომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას“, - განმარტავს ვალიშვილი და დასძენს, რომ კომპანია მერგულირებლისთვის მიმართვას არ ჩქაროს.

მისი თქმით, დავა რომელიც „თელასს“ ეხება უფრო რთულია.

„ინტერ რაოს“ არ ჩაუდია „თელასში“ არანაირი ინვესტიცია, გასულ წელს იმაზე მეტი დივიდენდი აიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია?“, - კითხულობს მარიკა ვალიშვილი და დავაში საქართველოს ძლიერ პოზიციაზე მიუთითებს.

თავის სიმართლეში დარწმუნებულია "ინტერრაოც" - „ან მივიღებთ იმ სატარიფო- საბალანსო გადაწყვეტილებას, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებით, ან მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა “ინტერრაოს” ხელმძღვანელმა ბორის კოვალჩუკმა პარასკევს პრესკონფერენციაზე.

ის ამბობს, რომ იმ ფულის მისაღებად, რაც ეკუთვნის „ინტერრაოს“ ყველა კანონიერი საშუალება იქნება გამოყენებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები