ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის საქმეს ვაშინგტონში გაუგებარი და გაუმჭვირვალე უწოდეს
12 ივნისი, 2017, 12:15
ჯორჯიან მანგანეზის საქმეს  ვაშინგტონში გაუგებარი და გაუმჭვირვალე უწოდეს

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზში“ სასამართლოს გადაწყვეტილებით   დროებითი მმართველის დანიშვნას  ვაშინგტონში უკმაყოფილება მოჰყვა.

11 მაისს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „გაუმჭირვალე“ და „გაუგებარი“ უწოდეს ვაშინგტონში გამართულ ამერიკა -საქართველოს 25 წლის დიპლომატიურ იუბილეზე. განსაკუთრებით კრიტიკული იყო სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკთხებში ტომას მელია.

„წინა თვეში, ჯორჯიან მანგანეზის საქმე, რომელიც არის მთლიანად ამერიკული კომპანია და არის საქართველოში  მსხვილი დამსაქმებელი და ლიდერი ექსპორტიორი, სასამართლოში იყო გაუმჭვირვალე და  გაუგებარი პროცესი.  ასეთი საკითხები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და გულგრილად არ უნდა მოეკიდოთ. ეს ყველაფერი  სერიოზულად მოქმედებს თქვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე. მე ვიცი რომ თქვენ ხართ მინისტრის მოადგილე კონკრეტული ფუნქციებით და არ ხართ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ აუცილებლად ყურადსაღებია ეს საკითხები. იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისეთივე ერთგული დარჩეს საქართველოსი, საქართველომ უნდა გააგრძელოს გამოსწორება ყველა ამ მიმართულებით და არა უკუსვლა“,- განაცხადა ტომას მელიამ.

საქართველოში დემოკრატიის და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარება პირდაპირ აისახება ქვეყნის მომავალ განვითარებაზე -  ეს იყო გზავნილი რომელიც ხელისუფლებამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიიღო. ქართულ -ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ხელისუფლებიდან ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა არის კრიტიკული. ეს ყველაფერი კი მოქმედებს ინვესტიციების მოზიდვაზე და ეკონომიკის სტაბილურობაზე. კერძო სექტორი უნდა იყოს დაცული სასამართლოს მიერ, თორემ არის ძალიან დიდი რისკი ინვესტორების დაკარგვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის  და ინვესტიციების გარეშე ვერ შექმნით ძლიერ ეკონომიკას. ბიზნესგარემო, რომ იყოს წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს ობიექტური, გარემო ყველასთვის იყოს ერთი, რათა მიაღწიონ  განვითარებას და სარგებელს. დემოკრატიული ფასეულობები და მისი დაცვა არის მთავარი ინგრედიენტი ქვეყანაში ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების, ჩვენ მხარს უჭერთ პრემიერ კვირკაშვილის 4 პუნქტიან გეგმას, რომ განავითაროს განათლება, ინფრასტრუქტურა, დაიწიოს გადასახადები და მოხდეს სასამართლოს რეფორმა. თუ ეს შესრულდება საქართველო უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება ინვესტიციებისთვის“, - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბრიჯიტ ბრინკი.

როგორც ჩანს, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმე  ვაშინგტონშიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  სახელმწიფო დეპრტამენტის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების განცხადებებს თუ გავაანალიზებთ  ეს საქმე მნიშვნელოვნად გასაზღვრავს ქვეყნის გარეთ საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე აზრის ჩამოყალიბებას.  როგორ გაიგეს ვაშინგტონში გამოთქმული რეკომენდაცია-საყვედურები საქართველოს ხელისუფლების წევრებმა, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები