| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 14 ივნისი მოვლენებით მართლაც დატვირთულია. ისტორიის ფურცლებზე შემონახული მნიშვნელოვანი ფაქტები რადიო "თანამგზავრმა" გაიხსენა.
14 ივნისს გაერო - სისხლის დონორის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, აშშ-ში ამერიკული დროშის დღეა, ლატვიასა და ესტონეთში კი, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.
ამავე დღეს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა:
1775 : შეიქმნა აშშ-ის ჯარი.
1777 : მეორე კონტინენტალურმა კონგრესმა დაამტკიცა ამერიკის დროშის პირველი ვარიანტი, 13 ვარსკვლავით, 13 წითელი და თეთრი ზოლით.
1847 : გერმანელმა ქიმიკოსმა რობერტ ბუნზენმა შექმნა საწვავი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა (ბენზინი).
1900 : ჰავაის კუნძულები აშშ-ს საკუთრებად გამოცხადდა.
1940 : გერმანიის ჯარმა (ვერმახტმა) პარიზი აიღო.
1942 : ეკრანებზე გამოვიდა უოლტ დისნეის მულტფილმო „ბემბი“.
1951 : ვაშინგტონში დაიწყო პირველი კომპიუტერის „UNIVAC 1-ის გაყიდვა.
1985 : შენგენში (ლუქსემბურგი) ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავისუფალი მიმოსვლის შესახებ, რომელსაც „შენგენის ხელშეკრულება“ ეწოდა.
1994 : ბანკების ნაციონალიზაციის შემდეგ (1979 წელს) პირველად ირანში კერძო ბანკი გაიხსნა.
1999 : აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კაზინოს ტელე-რეკლამირების აკრძალვა რომელიც მანამდე 65 წელი არსებობდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss