ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ევროპელი ტურისტები ქართული საჰაერო ტაქსით დაფრინავენ
14 ივნისი, 2017, 16:19
ევროპელი ტურისტები ქართული საჰაერო ტაქსით დაფრინავენ

თბილისი (GBC) - ევროპელი ტურისტების მხრიდან ქართულ საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა იზრდება, - ინფორმაციას რადიო "ფორტუნა" ავიაკომპანია ”ავიატორზე” დაყრდნობით ავრცელებს. 

კომპანიაში ამბობენ, რომ  ქართულ საჰაერო ტაქსზე მოთხოვნა მზარდია როგორც ტურისტების, ისე ბიზნესმენების მხრიდან.

”განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ბათუმის მიმართულება. აღნიშნულ ქალაქში გადაფრენას ერევნიდან, ბაქოდან და თბილისიდან ითხოვენ. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, ”ავიატორის” საჰაერო ტაქსით ევროპელი ტურისტებიც ინტერესდებიან. დღითიდღე იზრდება მოთხოვნა მესტიის მიმართულებაზე”, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

როგორც ”ავიატორში” განმარტეს, ქართული ავიაკომპანია სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების დამატებასა და ფრენების დიაპაზონის გაზრდაზე.

”ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი საჰაერო ხომალდი, თუმცა რამდენიმე პარტნიორი კომპანიის ვერტმფრენებსაც ვიყენებთ. სამომავლოდ კი იგეგმება ახალი ხომალდების დამატებაც. რაც შეეხება ფრენის დიაპაზონს, საჰაერო ტაქსები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით 2000 კილომეტრის მანძილზე, 3 საათის დიაპაზონში დაფრინავს. კერძოდ, საქართველოს სერტიფიცირებულ აეროპორტებში – ბათუმში, ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურსა და თელავში. ხოლო საზღვარგარეთ სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში”, – აღნიშნეს ”ავიატორში”.

მათივე ცნობით, საჰაერო ტაქსისერთი საათის ფრენის ღირებულება $1500-დან იწყება, გადასახადების გარეშე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები