| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 1869 წლის 15 ივნისს ცელულოიდი დააპატენტეს - ერთ-ერთი სტამბის ასოთამწყობმა ჯონ ჰაიატმა ცელულოიდი სხვადასხვა ნაკეთობებში სპილოს ძვლის ჩასანაცვლებად გამოიყენა და თავდაპირველად ბილიარდის ბურთები დაამზადა, თუმცა ისინი მსხვრევადი აღმოჩნდა, მისგან დამზადებული სათამაშოები კი აალებადი, ამიტომ ჰაიატმა და მისმა მიმდევრებმა დაიწყეს ბრძოლა ცელულოიდის წვადობის წინააღმდეგ და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. მოგვიანებით ცელულოიდის შემცველი ფირები ლავსანით ჩაანაცვლეს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორია...
15 ივნისს სხვა მოვლენებიც მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1502 : ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული მარტინიკა აღმოაჩინა.
1616 : გაიხსნა კანადაში პირველი სკოლა ინდიელებისთვის.
1752 : ბენჯამინ ფრანკლინმა, ფრანით ჩატარებული ცდის მეშვეობით დაამტკიცა ელვის ელექტრონული ბუნება.
1844 : ჩარლზ გუდირმა დააპატენტა რეზინის ვულკანიზაციის მეთოდი.
1869 : ჯონ ჰაიტმა ცელულოიდი დააპატენტა.
1904 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ბაიერნი“ (ლევერკუზენი).
1954 : შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში დაარსდა „უეფა“.
1956 : ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss