| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა რესტრუქტურიზაციის პირობები შეცვალა.
ბანკი გეგმავს დამატებითი საამორტიზაციო თანხების გადახდას სახელმწიფო ობლიგაციებზე, რასაც მისი ვალის ნაცვლად კრედიტორებს შესთავაზებენ.
მაისში წარდგენილი გეგმით, $3.3 მილიარდის ვალი რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს, ვალის ნაწილი ჩამოიწერება, ნაწილი კი სახელმწიფო ბონდებით ჩანაცვლდება.
კრედიტორთა ნაწილის შეთავაზებითა და აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ბანკმა ახალი ობლიგაციების დაფარვის პირბებში ცვლილებები შეიტანა. ბონდები, რომელთა დაფარვის ვადა 2032 წლამდეა, ბანკი თანაბარი მოცულობით, ნაცვლად 2 წლისა, 3 წელში დაფარავს.
რესტრუქტურიზაციის მონაწილეებს ბანკი ვალის დაფარვის რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს. კრედიტორებმა 11 დღის ვადაში უნდა ამოირჩიონ მათთვის მისაღები პირობა და კენჭი საერთო გეგმას უყარონ.
ბანკის ცნობითვე, ვალის დაფარვის პროცენტები 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იქნება დათვლილი და არა ადრე შეთავაზებული 13 ივლისის.
აზერბაიჯანული ბანკის კრედიტორებს შორის არიან კომპანია Cargill, იტალიური ბანკი Intesa Sanpaolo, გერმანული Commerzbank და Bayerische Landesbank, ფრანგული Sosiete Generale.
კრედიტორები ორ ნაწილად არიან გაყოფილი, თუმცა ბანკის განცხადებით მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთ ჯგუფთან აწარმოებს, რომელთა მიმართაც დავალიანება $400 მილიონია. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, რომელიც შედგება Franklin Templeton-ისგან, Fidelity-სგან და ორი მცირე ზომის ფონდისგან - VM-ისგან და Promeritum-ისგან, ისინი რესტრუქტურიზაციის გეგმის წინააღმდეგი არიან და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსაც უკვე მიმართეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss