ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Carrefour -ის სუპერმარკეტები ვაკესა და ვაზისუბანშიც გაიხსნება
21 ივნისი, 2017, 17:57
Carrefour -ის სუპერმარკეტები ვაკესა და ვაზისუბანშიც გაიხსნება

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით Carrefour-ის ფრენჩაიზის მფლობელი Majid Al Futtaim Retail-ი თბილისში კიდევ 2 სუპერმარკეტს გახსნის.

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განცხადებით, მხარეები პარტნიორობას აღრმავებენ. ზაფხულის ბოლომდე Carrefour-ი "ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია "სმარტის" დიდი ფორმატის კიდევ 2 სუპერმარკეტს შეისყიდის. საუბარია ვაკესა და ვაზისუბანში მდებარე ობიექტებზე.  

აღსანიშნავია, რომ კომპანიების პარტნიორობის ფარგლებში Carrefour-ის სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა გლდანში, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი „მპ დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში. ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი შევა ბათუმშიც, სადაც ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა ივლისის ბოლოს იგეგმება. ამავე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება “ვენდისა” და “დანკინ დონატსის” რესტორნები, საქართველოს ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია.  

შეგახსენებთ, Carrefour-ი ქართულ ბაზარზე  2012 წელს გამოჩნდა,  პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის თბილისში უკვე 2 ჰიპერმარკეტითა და 6 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი, სადაც 1500 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები