ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს
26 ივნისი, 2017, 12:12
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს

თბილისი (GBC) - თბილისი შესაძლოა რუსთავს მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის საშუალებით დაუკავშირდეს, - თბილისის განვითარების გენგეგმის დეტალებზე დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა. 

მისი თქმით, მიწისზედა მეტროს ან ტრამვაის განვითარება იმ შემთხვევაში მოხდება თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება.

"რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებითაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა", - აცხადებს მამუკა მუმლაძე.

მისი თქმით, სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია მეტროსადგურთან  "სამგორი" გაკეთდეს, საიდანაც მგზავრი შეძლებს  მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტით წავიდეს "ისთ პოინტამდე", ლილომდე და ასევე, რუსთავამდე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები