| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ.
სავაჭრო სახლის ადვოკატი ვაჟა მაისურაძე ამბობს, რომ პროკურატურა თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევს. უწყება მასშტაბური ხანძრიდან 5 თვის შემდეგაც კი, კომპანიის აქციონერებს დაზარალებულად არ ცნობს, რაზეც „სამწუხარო და სამარცხვინო“ არგუმენტი აქვს, რომ საქმეზე ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს.
„სააქციო საზოგადებას, რომელსაც 19 მილიონის ზიანი მიადგა დაზარალებულად ვერ ცნობენ. ეს არის გაუგებარი ქმედება, რომელიც პროკურატურისგან იყო მოულოდნელი. ამ პასუხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ 95 კაცისგან შემდგარი სააქციო საზოგადოება, რომელსაც მთლიანად გაუნადგურდა ქონება, არ ყოფილა დაზარალებული“, - აცხადებენ აქციონერები.
ისინი ამბობენ, რომ სტატუსის არქონა მათ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას უჭიანურებს და სადაზღვევო ზარალს, 6 მილიონ ლარს დროულად ვერ იღებენ. შესაბამისად, ვერ გაცემენ მოიჯარეებზე დაპირებულ 1 მილიონიან კომპენსაციას, რაც მათ ბანკებთან და მომწოდებლებთან ვალდებულებების შემსუბუქებაში დაეხმარებოდა, თავად კი, ადგილზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყებას შეძლებდნენ.
„ჩვენი დუმილი და მოლოდინი, როგორც ჩანს, სისუსტედ აღიქვეს“, - ამბობენ დაზარალებულები და აღნიშნავენ, რომ თუ დროულად არ მიიღებენ დაზარალებულის სტატუსს, ქუჩის აქციებს მიმართავენ.
„ამ ეტაპზე აქციონერების სრული შემადგენლობა მიმართავს მთავარ პროკურორს მოახდინოს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ მიმართ გაურკვეველი მოქმედებების აღკვეთა და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფა. ჩვენს უკან ათეულობით ადამიანი და ასეულობით ოჯახი დგას, იმედი გვაქვს პროკურატურა გაითვალისწინებს „ბავშვთა სამყაროს“ მოთხოვნებს და დროულად მოხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, სააქციო საზოგადოებამ დაიწყოს ფიქრი შემდგომ ნაბიჯებზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
სააქციო საზოგადოების ადვოკატი ამბობს, რომ ადგილი კომერციული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია, ამიტომ სწრაფად უნდა დაადგინოს გამოძიებამ ის პირი, ან პირთა ჯგუფი, რომელიც ამ ქონების განადგურებით იყო დაინტერესებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss