| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის ტოპ-მენეჯერი არაპროფილურის განსაზღვრებაში სოციალური გაღიზიანების ინსტრუმენტს ხედავს.
„არ ვიცი ვისგან დამკვიდრდა, ცოტა პოლიტიკის სუნი უდის“, - პაატა ღაძაძემ კითხვა -პასუხით „საქმიან დილის“ მაყურებელს განუმარტა, რომ საფინანსო ბაზრის მოთამაშის მიერ სხვა ინდუსტრიის არჩევა უკვე გულისხმობს დამატებითი რისკების აღებას და ბიზნესიდან თუ არ დააკომპენსირა ბევრს დაკარგავს. პარალელური ბიზნესის არჩევა წმინდა საბანკოს რისკის ქვეშ ჩაგდებას ნიშნავს, რაც არჩევანისას უკვე გააზრებული და გაანალიზებულია.
კომპანიების სტრატეგიული არჩევანი განსხვავებულია, ზოგი უნივერსალურ პლატფორმას ირჩევს, თიბისი პოტენციალს მხოლოდ საფინანსოში ხედავს.
„მთავარია რას ვნებ და რას იღებ სამაგიეროდ. თუ შეზღუდვები დაწესდა, რომელიც უარყოფითად აისახება სოციალურ გარემოზე, ბიზნესკლიმატზე... ის რისკებისგან მიღებულ შედეგს ისადაც იწვნევს, ნებისმიერი ბანკი, არა მსხვილი და არა პატარა, იმიტომ რომ სტრატეგიულად მისი არჩევანი ასეთია, და ამის ხელის შეშლა იქნება ძალიან ხელოვნური“, - განაცხადა თიბისი გენერალური დირექტორის მოადგილემ.
მან საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე თიბისის თანმიმდევრული ნაბიჯებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ჯერ პრემიუმში და შემდეგ FTSE-ში გადასვლით, ბიზნესმაზანდის აწევაზე განაცხადა, მეტ გასაქანზე - „ძლიერ გუნდში ყოფნა დიდი გამოწვევაა“, რაც მაღალ პასუხიმგებლობას ნიშნავს, თუმცა ამასთან სიფრთხილემ პროცესი რომ არ შეანელოს მეტი ყურადღებაა საჭირო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss