| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს რკინიგზა" მგზავრთაგადაყვანის საფასო პოლიტიკას ცვლის.
კომპანიამ თბილისი -ბათუმის რეისზე პირველი და ბიზნეს კლასით მგზავრობის საფასურის გაზრდაზე განაცხადა.
"საქართველოში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანა არის დოტაციური და ხორციელდება თანხების სუბსიდირება. გაუმართლბელია სუფსიდირების განხორციელება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრობის, რომელიც მოიცავს დამატებითი სერვისებით სარგებლობას", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".
მენეჯმენტის ცნობით, ახალი ტარიფები ძალაში შედის 1 ივლისიდან. ამასთან, მათი განმარტავს, რომ მეორე კლასის ბილეთების ფასის ცვლილებაზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
" მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში ფასი იქნება 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ Stadler-ის მატარებლში არის 400 ადგილი აქედან პირველი კლასის ადგილს შეადგენს მგზავრთა 10% და ბიზნეს კლასით მოსარგებლეები 2%-ია. მგზავრთა 88% იმგზავრებს წინა წლებში დადგენილი ტარიფით.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კლასით მგზავრობის ფასი 55-დან 100 ლარამდე გაიზარდა, 1 კლასის 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss