ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნეოგაზი სადგურებთან რეკრეაციულ ზონას მოაწყობს
29 ივნისი, 2017, 10:26
ნეოგაზი სადგურებთან რეკრეაციულ ზონას მოაწყობს

თბილისი (GBC) - 29  ივნისაიდან, კომპანია „ნეოგაზი“აქტიურად იწყებს ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე მის მომხმარებლებზე.

მენეჯმენტის ცნობით, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისში მდებარე ორი სადგურის  (საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.N6 / ორთაჭალა, გულუას ქ.N22) გამწვანება, სადაც მომხმარებელი შეძლებს თავი ამოყოს ნეოგაზის ეკო სადგურზე გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონაში. 

29 ივნისს სადგურებზე მოსულ მომხმარებლებს გადაეცემათ ეკო საჩუქრები: სხვადასხვა საჩუქართან ერთად ეკო ფანქარი, რომელშიც მოთავსებულია მცენარის თესლები, რაც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას სიმბოლურად დარგოს ერთი ძირი ხე.

აღსანიშნავია, რომ  მთელი ზაფხულის განმავლობაში მომხარებელს „ნეოგაზი“ სთავაზობს  სიახლეებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს.

ივლისის თვეში ლოიალური ბარათის ნეოქარდის მფლობელებს   შეეძლებათ ყოველ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას დააგროვონ თითქმის გაორმაგებული ქულები ნეოქარდზე და „გაგაზე ზღვაზე“ აქციის ფარგლებში მიიღონ სასიამოვნო საჩუქრები.  განსაზღვრული ოდენობით საწვავის შეძენის შემთხვევაში, მონაცვლეობით სხვადასხვა სადგურებზე მომხმარებელს გადაეცემა  ცივი წყალი, საქართველოს რუკა,  ხოლო ნეოქარდზე დაგროვილი კილომეტრებით კი შეძლებს „გაგაზოს“ და დაისვენოს ზღვაზე.

“ერთგულ მომხმარებელს ელის“ ნეოგაზის“ წამახალისებელი გათამაშება საჩუქრებით და რა თქმა უნდა მთავარი პრიზი- ავტომანქანა. ეს ყველაფერი ეტაპობრივად, ასე რომ შემოგვიერთდით ფეისბუქ გვერდზე და ადევნეთ თვალი ნეოგაზის სიახლეებს”, - აცხადებენ მენეჯმენტში  და აღნიშნავენ, რომ კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს ბუნებაზე ზრუნვას. „ნეოგაზი“ უკვე შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე დაირგო  ასეულობით ძირი ხე. ეს არის დასაწყისი და  „ნეოგაზი" გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში და მოუწოდებს ყველას შეურთდეს ამ აქციას.

 „ნეოგაზში“ ამბობენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა - შეკუმშული ბუნებრივი აირი CNG მიჩნეულია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავად. შესაბამისად, ის უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და არ აყენებს ზიანს გარემოს, ასევე  ეკონომიურია - ბენზინთან და დიზელთან, შედარებით გაცილებით იაფია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები