ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გალერია თბილისი: აქცენტს არა პრემიუმ, არამედ ხელმისაწვდომ ბრენდებზე ვაკეთებთ
მარიამ მინაძე
29 ივნისი, 2017, 14:18
გალერია თბილისი: აქცენტს არა პრემიუმ, არამედ ხელმისაწვდომ ბრენდებზე ვაკეთებთ

თბილისი (GBC) – “გალერია თბილისი” გახსნისთვის აქტიურად ემზადება.

თბილისის ცენტრში 22 000 კვ. მეტრ სავაჭრო მოლში, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიხსნას, 100-მდე ობიექტი იქნება წარმოდგენილი -  სხვადასხვა ბრენდების მაღაზიები და  რესტორნები.

უკვე ცნობილია, რომ ცენტრში „გუდვილი“ და ცნობილი რითეილერი H&M შედის, რომელიც მოლში ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება და 3000 კვ.მეტრი ფართის ათვისებას გეგმავს.

„H&M საქართველოში შემოდის არა ფრანჩაიზერის გავლით, არამედ პირდაპირი გზით, ამიტომ მათი კოლექციები და ფასები სხვა ქვეყნების იდენტური იქნება“, - აცხადებს GBC-სთან „გალერია თბილისის“ დირექტორი ნიკა ცინცაძე.

კიდევ რომელი ბრენდები შევა კომპანიაში არ ამხელენ, ამბობენ, რომ ამის შესახებ თავად ეს ბრენდები გააკეთებენ განცხადებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ აქცენტი არა პრემიუმ, არამედ ხელმისაწვდომ რითეილ ბრენდებზე კეთდება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გალერიაში წარმოდენილი ბრენდების 30%  საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შემოსულა, ამიტომ მათი ნაწარმის შეძენა ექსკლუზიურად „გალერია თბილისში“ იქნება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, თანაინვესტირების ფონდი პროექტში 80 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს. შენობა უნიკალურია იმითაც, რომ მოლშია ინტეგრირებული  „თავისუფალი“ და გრიბოედოვის თეატრები. ასევე  სრულად არის ინტეგრირებული თავისუფლების მოედნის მეტროსადგურიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები