ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოგება 2.5-ჯერ, 78 მილიონამდე გაეზარდა
4 ივლისი, 2017, 11:04
ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოგება 2.5-ჯერ, 78 მილიონამდე გაეზარდა

თბილისი (GBC) - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) 2016 წელი  მკვეთრად გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა.

კომპანიას მოგება 2.5-ჯერ გაეზარდა, წმინდა მოგება და კომლექსური შემოსავალი 78 მლნ ლარს აჭარბებს (2015წ. 30.9 მლნ).

59 მილიონით, 149.5 მილიონამდეა გაზრდილი საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო

2016 წლის ბოლოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქტივები 1.581 მლრდ ლარს აღემატებოდა.

„გარდაბანის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ შემოსავლების დივერსიფიცირება მოახდინა. 2016 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან 184,4 მლნ ლარს გაუტოლდა (2015 წელს 48,7 მლნ. ლარი), ხოლო საოპერაციო მოგებამ აღნიშნულ სეგმენტში 102,1 მლნ. ლარი შეადგინა  (2015 წელს 23,7 მლნ. ლარი)“, - აცხადებს კომპანია.

აღსანიშნავია, რომ “ნავთობის და გაზის კორპორაციამ” 2016 წელს, წარმატებით განახორციელა 250 მილიონი აშშ დოლარის  ევროობლიგაციების რეფინანსირება.

კომპანიის ევროობლიგაციები, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გასულ კვირას დაიხურა ფასით 105.5 (+0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.1%-იანი შემოსავლიანობით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები