| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღეს 5 ივლისია- არგენტინაში კი, ბავშვების დღეს აღნიშნავენ, ალჟირი, კაბო-ვერდე და ვენესუელა კი, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. აღსანიშნავია, რომ ვენესუელა პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანაა, რომელმაც ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს 1811 წლის 5 ივლისს მოხდა.
ისტორიამ სხვა არაერთი ცნობილი მოვლენაც შემოინახა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა.
1687 : სერ ისააკ ნიუტონი აქვეყნებს „მათემატიკის საფუძვლებს“.
1811 : ვენესუელამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1841 : ინგლისელმა ტომას კუკმა პირველი ტურისტული სააგენტო Thomas Cook & Son გახსნა, ეს კომპანია დღესაც ფუნქციონირებს.
1865 : ლონდონში დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაცია «გადარჩენის არმია»
1942 : მომავალმა მწერალმა, ჯეიმს ბონდის შემქმნელმა იან ფლემინგმა წარმატებით დაასრულა კანადის ჯაშუშთა სკოლა.
1946 : ფრანგმა მოდელიორმა ლუი რეადრდმა პირველად წარმოადგინა საცურაო კოსტუმი, ბიკინი.
1954: ეთერში პირველად გავიდა ტელეკომპანია BBC-ის საინფორმაციო გამოშვება. მისი წამყვანი იყო რიჩარდ ბეიკერი, რომელიც ახალ ამბებს კითხულობდა 28 წლის განმავლობაში, 1954 წლიდან 1982 წლამდე.
1971 : აშშ-ში ხმის უფლება მიეცათ 18 წლის მოქალაქეებს, მანამდე ხმის მიცემა შეიძლებოდა მხოლოდ 21 წლის შესრულების შემდეგ.
1994 : ჩინეთში აიკრძალა ბავშვთა შრომის გამოყენება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss