ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ღვინის ექსპორტიდან საქართველომ უკვე 70.5 მილიონის შემოსავალი მიიღო
5 ივლისი, 2017, 12:25
ღვინის ექსპორტიდან საქართველომ უკვე 70.5 მილიონის შემოსავალი მიიღო

თბილისი (GBC) - ღვინის ექსპორტის მზარდი ტრენდი ივნისშიც შენარჩუნდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე  მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. მიღებული შემოსავალი წლიურად 51%-ით, 70,5 მლნ დოლარამდეა გაზრდილი.

„გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა  ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104% (3 842 412), რუსეთი - 89% (19 313 343), უკრაინა - 30% (2 983 000), პოლონეთი - 13% (1 212 704), ლატვია - 19% (685 508), ბელარუსი - 43% (660 674), გერმანია - 20% (200 440), აშშ - 43% (176 274), ისრაელი - 150% (105 710), საფრანგეთი - 457% (95 530),  აზერბაიჯანი - 241% (87 402) და სხვა.  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 19 313 343, ჩინეთი - 3 842 412, უკრაინა - 2 983 000, პოლონეთი - 1 212 704 და ყაზახეთი -1 163 827  ბოთლი.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები