ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ საიტზე ქართული მედიათეკა მოხვდა
მარიამ მინაძე
6 ივლისი, 2017, 12:19
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ საიტზე ქართული მედიათეკა  მოხვდა

თბილისი (GBC) - ვეტერანთა პარკის მედიათეკა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ საიტზე Arch- Daily -ზე მოხვდა.

ობიექტი ნაძალადევში, ვეტერანთა პარკში, 1200 კვ.მ ზე მდებარეობს. პროექტის არქიტექტორებს  შორის არიან კახა მაისურაძე, თეა თაბაგარი, ნიკა გომელაური, ჰაილქ ბლიქერი, ირაკლი აბაშიძე და დიმიტრი შაფაქიძე.

ვაკისა და ვარკეთილის შემდეგ, ახალი მედიათეკა ნაძალადევში რიგით მესამეა და ის წელს გაიხსნა.  მისი მშენებლობა 2 მლნ ლარი დაჯდა. სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება და ეს ფონდი მომავალშიც განახლდება.

საიტზე საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ისეთი არქიტექტურული შენობები როგორიცაა, შანხაის საგამოფენო ცენტრი LuJiaZui, თერაპიის ცენტრი JeJu კორეაში, Centro Botin ესპანეთში, Pigalle Duperre საფრანგეთში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები