ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ADC-მ მთავრობას ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი  წარუდგინა
6 ივლისი, 2017, 15:45
ADC-მ მთავრობას ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი  წარუდგინა

თბილისი (GBC) - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა.

კომპანიის ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინის მომზადება კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია, რომელიც კონსორციუმმა პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაასრულა. 

პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი  შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს. 

ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად  საერთაშორისო კომპანიები „ვან ოორდი“ (Van Oord), „როიალ ჰასკონინგი“ (Royal Haskoning DHV) და „მოფატ ენდ ნიკოლი“ (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

დიზაინის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტერმინალ-ოპერატორის გამოვლენის თითქმის ერთწლიანი პროცესი დაასრულა. მან საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორად მსოფილოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი დაასახელა. პარალელურად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა, რომელიც კონსორციუმმა 8 ივნისს გამოაქვეყნა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, ხოლო პორტის პირველი ფაზის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები