| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 7 ივლისს სოლომონის კუნძულები დამოუკიდებლობის დღეს, ტანზანია კი, სოფლის მეურნეობის დღეს აღნიშნავს. იაპონელები ამ დღეს ტანბატას ანუ ვარსკვლავების ფესტივალს მართავენ.
სხვა მოვლენებს რადიო „თანამგზავრმა“ გადაავლო თვალი:
1607 : პირველად შესრულდა ინგლისის ჰიმნი „ღმერთო დაიფარე მეფე“ (God Save the King)
1668 : ისააკ ნიუტონს მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.
1754 : ნიუ-იორკში გაიხსნა სამეფო კოლეჯი, ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი.
1881 : პირველად დაიბეჭდა ზღაპარი „პინოქიო“.
1891 : კომპანია „ამერიკან ექსპრესმა“ მიიღო პატენტი სამგზავრო ჩეკებზე, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე საკრედიტო ბარათებს.
1925 : სამხრეთ აფრიკის სენატმა უარყო კანონი რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ.
1950 : ინგლისში, ფარნბროში გაიმართა პირველი ავიაშოუ.
1985 : 17 წლის ბორის ბეკერმა გაიმარჯვა უიმბლდონის ტურნირში. ის ითვლება ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად.
1990 : რომში სცენაზე პირველად გამოვიდა ერთად სამი უდიდესი ტენორი - ლუჩანო პავაროტი, ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss