| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “ალიანს ჯგუფმა” მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ქართული კომპანია International Arch of Europe (IAE)-მა ხარისხისა და ტექნოლოგიების ნომინაციაში ოქრის კატეგორიაში დააჯილდოვა, რითაც აღიარა, რომ “ალიანს ჯგუფის” მიერ განხორციელებული ყველა პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
"ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები არიან. IAE-ის ჯილდო “ალიანს ჯგუფისთვის” მორიგი მნიშვნელოვანი აღიარებაა,” - აცხადებს ჯგუფის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი აკაკი სოგულია და აღნიშნავს, რომ ჯგუფს, რომლის პარტნიორებიც არიან მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელების მფლობელი კომპანიები, როგორებიცაა Marriott International და Wyndham Hotel Group, საერთაშორისო ჯილდოები და პრიზები არაერთხელ აქვს მიღებული.
მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართველი დეველოპერი, IAE-ის ჯილდოს ჩათვლით, სამი მსოფლიოში ცნობილი დაჯილდოების გამარჯვებული გახდა - სამი თვის წინ “ალიანს ჯგუფმა” უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე Home Overseas 2017 ყველაზე მეტი პრიზი მიიღო, სამი თვით ადრე კი კომპანიას Easter Europe Real Estate Forum & Project Awards (EEA Awards)-ის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.
კომპანიაში ამბობენ, მომავლის ტენდენციებს სამ მიმდინარე პროექტში ამკვიდრებენ: “ალიანს ჰაილაინი,” რომელიც დედაქალაქის ცენტრში შენდება, “ალიანს პალასი”-ბათუმში და “ალიანს რიზორთი” კურორტ გოდერძიზე, მაღალმთიან აჭარაში.
“მომავალი ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია და ეს არის ის რასაც ვთავაზობთ ვაკეში მშენებარე უნიკალური მულტიფუნქციური კომპლექსის “ალიანს ჰაილაინი” მცხოვრებლებს, Wyndham Garden-ის აპარტამენტის მფლობელებს და სასტუმროს ვიზიტორებს,” - აღნიშნავს აკაკი.
მისი თქმით, სამცათამბჯენიანი კომპელქსის ყველაზე მაღალ კოშკში საცხოვრებელი ფართები განთავსდება, ორ შედარებით დაბალსართულიან კოშკებს კი Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები დაიკავებს.
მეორე პროექტი, რომელსაც “ალიანს ჯგუფი” Wyndham Hotel Group-თან ერთად ახორციელბს “ალიანს რიზორთია”, სადაც სასტუმროების გიგანტს ევროპაში ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდი Ramada შემოყავს.
მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი სასტუმრო ქსელი, რომელთანაც “ალიანს ჯგუფი” თანამშრომლობს Marriott International-ია. ქართველო დეველოპერი ბათუმში 41-სართულიან მულტფუნქციურ კომპლექსს “ალიანს პალასი” აშენებს, რომლის პირველ ხუთ სართულს სასტუმრო Courtyard by Marriott-ი დაიკავებს, ზედა სართულებზე კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები გამნთავსდება.
როგორც სონგულია ამბობს, “ალიანს ჯგუფის” მიერ განვითარებული სასტუმროების მენეჯმენტს სასტუმროების მართვის შვეიცარიული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია SOPHOS Hotels SA უზრუნველყოფს.
“ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო 12 წელიწადში კომპანიამ ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე $200 მილიონის ინვესტირება განახორციელა, მიმდინარე 3 პროექტში კი დამატებით $130 მილიონს აბანდებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss