ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მზის ენერგიის ზრდის ტრენდის გამო, Coal India ქვანახშირის 37 საბადოს დახურავს
Agerholm H. ენეროდაიჯესტი
25 ივლისი, 2017, 11:53
მზის ენერგიის ზრდის ტრენდის გამო, Coal India ქვანახშირის 37 საბადოს დახურავს

თბილისი (GBC) -  მსოფლიოში უმსხვილესი  ქვანახშირის ინდური კომპანია Coal India 37 საბადოს დახურვას გეგმავს.

კომპანიაში ამბობენ, რომ  მზის ენერგიის ზრდის ტრენდის გამო, ისინი ეკონომიკურად ღირებული აღარაა.

Coal India, რომელიც ინდოეთის ნახშირის, დაახლოებით, 82%-ს აწარმოებს, აცხადებს, რომ საბადოები ექსპლუატაციიდან 2018 წლის მარტში გამოვა. სახელმწიფო ობიექტების 9%-ის დახურვით, დაახლოებით, 8 მლნ ინდურ რუპია (98 მლნ ბრიტანული ფუნტი) დაიზოგება.

ინდოეთის მზის ენერგიის დარგში გაზრდილმა საერთაშორისო ინვესტიციებმა მზის ელექტროენერგიაზე ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. შედეგად, ქვეყნის წიაღისეული საწვავის კომპანიებზე ზეწოლა გაიზარდა.

ამასთან, ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ ქვეყანა აღარ ააშენებს ქვანახშირის სადგურებს და 2027 წლისთვის ქვეყანაში გამომუშავებული ენერგიის 57%-ის განახლებადი წყაროდან მიიღებს.

ინდოეთში 14 გვტ-მდე სიმძლავრის ქვანახშირის სადგურები მაისში გაუქმდა, რამაც ინდოეთის ენერგეტიკულ ბაზარზე სეისმური ცვლილებები გამოიწვია.

ანალიტიკოსმა ტიმ ბუკლეიმ განაცხადა, რომ ყველაზე დაბინძურებული წიაღისეული საწვავის მზის ენერგით ჩანაცვლება მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს მსოფლიო ენერგო ბაზარზე.

დელის კვლევითი ჯგუფის ანგარიშის თანახმად, ენერგეტიკული რესურსების ინსტიტუტმა (TERI) გამოავლინა, რომ თუ განახლებადი ენერგიების ფასი განაგრძობს ისეთივე კლებად ტენდენციას, 2050 წლისთვის ინდოეთში ყველა ქვანახშირის საბადო გაუქმდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები