ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
eBay-ს მილიარდი პროდუქტი და გამოწერის უმარტივესი პროცედურა ონლაინ მაღაზია EBG-ზე
27 ივლისი, 2017, 14:31
eBay-ს მილიარდი პროდუქტი და გამოწერის უმარტივესი პროცედურა ონლაინ მაღაზია EBG-ზე

თბილისი (GBC) – ქართველი მომხმარებლისთვის ონლაინ-შოპინგი გამარტივდა, - საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია EBG ამოქმედდა,  რომელიც მომხმარებელს  eBay-დან პროდუქციის მარტივად გამოწერაში ეხმარება.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მათი მეშვეობით, ქართველ მომხმარებელს  მილიარდზე მეტი პროდუქტის შეძენა და მიღება შეუძლია, საქართველოში არსებული ფილიალებიდან მისთვის  სასურველში.

"EBG-ს შექმნის და შემდეგ წარმატების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან პროდუქტის გამოწერა ბევრისთვის  რთული, უფრო მეტისთვის კი შეუძლებელიც კია, რადგან ყიდვის პროცესი მოიცავს ძალიან ბევრ პროცედურას. ჩვენთან, EBG-ზე, მომხმარებელი ავსებს ბალანსს და ყიდვის ღილაკზე კლიკით სასურველ ამანათს საქართველოს 40-ზე მეტ რაიონში მიიღებს”, - აცხადებს EBG-ს თანადამფუძნებელი სოსო გომარელი

აღსანიშნავია, რომ EBG-ს ფასები იდენტურია eBay.com-ის ფასებისა და მოცემულია ლარებში.

კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს მთლიან მარშრუტზე (გამყიდველიდან მყიდველამდე), რაც ნიშნავს იმას რომ  დაზიანებული ნივთის ჩამოსვლის შემთხვევაში მომხმარებელს ან თანხა უბრუნდება ან მის მიერ შეძენილი ნივთი იგზავნება თავიდან.

EBG-ს თანადამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, შეძენილი ნივთების უმოკლეს ვადაში მიღების დანერგვაზე: "უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან შოპინგის მოყვარული მომხმარებლებისთვის გარკვეულწილად პრობლემაა ის, რომ გამოწერილი ნივთის მიღებას სხვადასხვა პერიოდი ჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ "პრაიმ" კატეგორიის ჩამატება, რომელიც გააერთიანებს ნივთებს, რომელთა მიღებაც ყიდვიდან მეორე დღეს ან იმ დღესვე შეეძლებათ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ EBG იყოს ადგილი, სადაც ყველასთვის ყველაფერია".

EBG ყოველთვიურად 35 ათას უნიკალურ მომხმარებელს ემსახურება, 2000-ზე მეტ ტრანზაქციას იღებს და მისი მასშტაბები ყოველთვიურად იზრდება.

დეტალები იხილეთ: https://ebg.ge/

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები