ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზვიად ციკოლია Windfor’s-ს პლაგიატობაში ადანაშაულებს
28 ივლისი, 2017, 11:11
ზვიად ციკოლია Windfor’s-ს პლაგიატობაში ადანაშაულებს

თბილისი (GBC) - ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია სააგენტო Windfor’s-ს პლაგიატობაში ადანაშაულებს.

საუბარია „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ჩვენი ფერმერის“ რებრენდინგზე, რომელიც ბაზარზე „დღის პროდუქტების“ ბრენდით გამოვიდა და რომლის კონცეფციაზე  Windfor’s-მა იმუშავა. ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს ზვიად ციკოლიას მიერ 2009 წელს კომპანიისთვის „სანტე“ შექმნილ კონცეფციას, რომელიც კომპანიას აღარ გამოუყენებია.

„აქამდე თუ თავს ვიკავებდი გარკვეული მიზეზებით ახლა აღარ ვაპირებ. ეს კონცეფცია რასაც ასე თავგამოდებით იჩემებს Windfor’s  არის ჩემი 2009-ში შექმნილი,  რომელიც სანტესთვის იყო. ასევე გამოქვეყნებულია ამერიკულ წიგნში Big book of packaging,  სადაც მთელი გვერდი დაუთმეს. Windfor’s ადრეც შემჩნეულია პლაგიატობაში და არც ახლა აკეთებს გამონაკლისს“, - წერს ციკოლია Facebook-ში თავის გვერდზე.

სააგენტო GBC  Windfor’s-ს დაუკავშირდა, „დღის პროდუქტების“ პროექტის ექაუნთ მენეჯერ ინგა სვანიძეს ესაუბრა, თუმცა მან საკითხზე განმარტება და კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ამ ეტაპზე არ ვაკეთებ კომენტარს, დაელოდეთ ჩემს ოფიციალურ განცხადებას“, - განაცხადა ინგა სვანიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის გააკეთებს კომპანია ოფიციალურ განცხადებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები