| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ განმეორებით აუქციონზე ორ ლოტად იყიდება.
ძირითადი აქტივის (სამეურვეო ქონების) საწყისი ფასი 21,175 მილიონი ლარია, რაც პირველ აუქციონზე 6 მილიონი ლარით ნაკლებია.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი ცალკე ლოტადაა გამოტანილი და მათი საწყისი გასაყიდი ფასი 198,9 ათასი ლარია. ორივე აუქციონი 1 აგვისტოს გაიმართება.
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შემდეგ კი, კომპანია ინვესტორს ჩამოერთვა. დღეისთვის ენერგოდისტრიბუციის დავალიანება სახელმწიფოსა და სხვა კომპანიების წინაშე 21 მილიონ ლარს აღწევს. ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო განკარგავს, რომელიც მისი რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორთა დავალიანებას დაფარავს. 11 ივლისს გამართულ პირველ აუქციონზე ენერგოკომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss