| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ ახალი მაჟორიტარი აქციონერი სხვა მეწილეებს აქციების გამოსყიდვას სთავაზობს.
ბიძინა ბეჟუაშვილის კომპანიამ "სოფი 2017" სავალდებულო სატენდერო შეთავაზება უკვე გამოაქვეყნა.
კომპანია ამჟამად 8,190,810 ცალ ჩვეულებრივ აქციას, ანუ განთავსებული აქციების 57.36%-ს ფლობს და
სურს გამოისყიდოს სააქციო საზოგადოების დარჩენილი 6,088,354 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს სააქციო საზოგადეობის განთავსებული აქციების 42.64%-ს.
თითო აქციის გამოსყიდვის ფასი 1.3 ლარია.
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2017 წლის 10 აგვისტოს დღის 10 საათიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის 18 საათის ჩათვლით.
როგორც იცით, წლის დასაწყისში კომპანიის 93% მფლობელმა 4 ძირითადმა აქციონერმა თქვა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საზოგადოება შევიდა ჩიხში, ამიტომ ისინი ყველა მსურველ აქციონერს აძლევენ შანსს გავიდეს საზოგადოებიდან გონივრული პირობებით, მოგვიანებით მოხდა აქციების გამოსყიდვაც.
ბიძინა ბეჟუაშვილი „აბბი ასეთ მენეჯმენტის” დამფუძნებელი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss