| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამხრეთ კორეის პროკურატურა კომპანია SAMSUNG-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელის, ლი ჯეიონას 12 წლიან პატიმრობას ითხოვს.
Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პროკურატურა ცნობილი ბრენდის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლი ჯეიონას ქვეყნის მმართველის, პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მეგობრისთვის, ცოი სუნ სილისთვის SAMSUNG-ის სახელით ქრთამის გადაცემას ედავება, რისთვისაც მას 12 წლიანი პატიმრობა ელის.
ინფორმაციის თანახმად, მაშინდელ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს, თავის მხრივ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე ზეგავლენა უნდა მოეხდინა და კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, კომპანია SAMSUNG-ისთვის მხარი უნდა დაეჭირა.
აღსანიშნავია, რომ აღებულ ქრთამს ადრესატამდე არ მიუღწევია და ექს-პრეზიდენტის „დაქალმა“ თანხა შვილის განათლებასა და ცხენოსნობის შესწავლას მოახმარა.
ლი ჯოენი დროებით პატიმრობაშია, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
კორუფციულმა სკანდალმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პაკ კინ ჰეს თანამდებობა შეიწირა, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და 2017 წლის 10 მარტს პაკ კინ ჰემ თანამდებობა დატოვა.
გარდა SAMSUNG-თან კორუფციული გარიგებისა, ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეგობარი ცოი სუნ სილი არაერთ მსხვილ კომპანიებისგან კორუფციულ გარიგებაში არიან ეჭვმიტანილნი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss