| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფრანგეთში პრეზიდენტის მეუღლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას აპროტესტებენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქეები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მეუღლისთვის, 64 წლის ბრიჯიტ მაკრონისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯოს.
„არ არსებობს მოტივაცია და მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტის ცოლმა ხარჯოს ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფული“,-აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნული თანასწორობის“ ლიდერი, ტიერ პოლ ვალეტი.
ვალეტის ინფორმაციით, ბრიჯიტ მაკრონს სახელმწიფო ხარჯზე უკვე ყავს 3 თანაშემწე, 2 მდივანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რაც საკმარისია პირველი ლედის სტატუსის მქონე მოქალაქისთვის.
პეტიციაზე ხელი 2 დღის განმავლობაში 170 ათასმა საფრანგეთის მოქალაქემ უკვე მოაწერა. საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პეტიცია საფრანგეთის პრეზიდენტსა და მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, საარჩევნო კამპანიის დროს, მაკრონი ხალხს ჰპირდებოდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მის 64 წლის მეუღლეს ჩვეულებრივი მეუღლის სტატუსი ექნებოდა და მისი ხარჯები ბიუჯეტიდან არ დაიფარებოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss