| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინეთის ქალაქ ჰანჩშუს ერთ-ერთ რესტორანში, დიდ მკერდიანი ქალებისთვის დაწესებულმა ფასდაკლების აქციამ რესტორნის მფლობლებს მოგება გაუზარდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, რესტორანის ვირტინაზე რეკლამა განათავსეს, სადაც გამოსახულია რიგში მდგომი სხვადასხვა ზომის მკერდის მქონე ქალები. რესტორნის მენიუზე ფასდაკლება მკერდის სიდიდესთან ერთად მატულობს.
აგვისტოს პირველ ხუთ დღეში რესტორნის მოგება 20 %-ით გაიზარდა, რითაც რესტორნის მფლობელები კმაყოფილები არიან.
თუმცა ქალაქში აღმოჩნდნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც რესტორნის მეპატრონეების ბიზნეს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, კლიენტურის გასაზრდელად მოშიშვლებულ მკერდიანი ქალების ფოტოები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და დისკრიმინაციის მატარებელია, ვინაიდან ქალაქ ჰანჩშუში მცხოვრებ მანდილოსანთა უმრავლესობას არც რესტორანში სადილობის ფული აქვს და არც დიდი მკერდი.
მიუხედავად ამისა, რესტორნის კლიენტურა იზრდება და მანდილოსანი კლიენტებიც კმაყოფილნი არიან „სერიოზული ფასდაკლების სერვისით“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss