| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იტალიის ხელისუფლებას ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა მილიონობით ევრო უჯდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის მშრალი და ცხელი ჰავა არაერთი ტყეში გაჩენილი ხანძრის მიზეზი გახდა, რომლის ჩაქრობა და ინფრასტრუქტურის აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ევრო უჯდება.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტყეში ცეცხლს შეგნებულად ანთებენ თავად მოხალისე-მეხანძრეები. კერძოდ, კუნძულ სიცილიის სამხრეთით მდებარე ტყის მასივებში ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაჩნდა ხანძრის მასშტაბური კერა, რომლის ჩაქრობას ცეცხლმაქრი მანქანების გარდა, ვერტმფრენებიც დაჭირდა. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების გამოყენებაც.
სამართალდამცავებმა ყურადღება მიაქციეს მოხალისე-ვოლონტიორი მეხანძრეების ჯგუფს, რომლებიც ძირითად სამსახურს გარკვეული პერიოდით ტოვებდნენ და 2-3 საათის შემდეგ ისევ სამსახურში ბრუნდებოდნენ. აღნიშნულ პერიოდში ტყის რომელიმე მასივში ცეცხლი ჩნდებოდა და მოხალისე მაშველებს ცეცხლის ჩასაქრობად ეძახდნენ.
მოხალისეები ყოველ საათში 10 ევროს იღებდნენ. გასამრჯელო არც ძირითადი სამსახურიდან ექვითებოდათ, ვინაიდან სახანძრო სამსახური მათ „სასარგებლო საქმის გასაკეთებლად იძახებდა“.
ხანძრის შესახებ ინფორმაციას მოხალისე-მეხანძრეების ნათესავები ატყობიდნებდნენ პოლიციას. სამართალდამცავებმა გახშირებული ტყის ხანძრების გამოცანა ამოხსნეს და ცეცხლის გამჩაღებელი 15 კაციანი ჯგუფი დააპატიმრეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss