| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობამ ბანკებისგან სხვადასხვა ვადით, 40 მილიონი ისესხა.
9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მლნ ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 860 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით, მაქსიმალური 7.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.126 პროცენტით განისაზღვრა.
ასევე 20 მლნ ლარის ობლიგაციები განთავსდა 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების აუქციონზე.
6 კომერციული ბანკის მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.580 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.520 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss