ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
იტალიელი ბიზნესმენის და ინტერნეტ ვარსკვლავის ჯან ლუკა ვაკის ქონება დააყადაღეს
გიორგი ბერიძე
10 აგვისტო, 2017, 15:43
იტალიელი ბიზნესმენის და ინტერნეტ ვარსკვლავის ჯან ლუკა ვაკის ქონება დააყადაღეს

თბილისი (GBC) - იტალიელი ბიზნესმენის და ინტერნეტ ვარსკვლავის ჯან ლუკა ვაკის ქონება დააყადაღეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიზეზი 10 მილიონი ევროს ოდენობის ვალია.

დაყადაღებულია „იტალიელი დისკოს მოცეკვავის“ ვილები, იახტები და აქციები.

ინფორმაციის თანახმად, ჯან ლუკა ვაკიმ ბანკ Banco BPM-დან 10.5 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი აიღო, თუმცა ვალის დაბრუნება აღარ ისურვა.

ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილმა მოცეკვავე იტალიელის ფინანსური პრობლემები გულთან მიიტანა და სამსახურიც კი შესთავაზა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯან ლუკა ვაკი ოფიციალურად მეწარმედ არის  დარეგისტრირებული, თუმცა ბიზნესს მის ახლო ნათესავი მართავს.

მისი ინტერესების სფერო ძვირფას კოსტიუმებში ან ტრუსებში ვიდეო კამერების წინ მაღალფეხება შეყვარებულთან ცეკვაა. საცეკვაო ლოკაცია ძირითადად ძვირადღირებული ვილები, თვითმფრინავები და იახტებია.

შეგახსენებთ, ჯან ლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეო კლიპის გმირიც არის.

ცნობილ იტალიელს ინსტაგრამზე 11 მილიონი ხელმომწერი ყავს და თაყვანისმცემელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები