| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “აქსის თაუერსში” კომერციული ფართების გაქირავება დაიწყო.
კომპანიის ცნობით, უკვე მოეწერა ხელი მემორანდუმს „აქსის თაუერსსა“ და „აგროჰაბს“ შორის, რის შედეგადაც პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი, 2 460 კვ.მ-ზე განთავსდება და ამ გზით, კომპანია კომპლექსისა და ვაკის მაცხოვრებლებს 100%-ით ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტებთან წვდომას გაუმარტივებს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ "აქსის თაუერის" მინუს ერთ სართულზე გაიხსნება Music Hall-ი და ბოულინგის დარბაზი. მინის კოშკის ბოლო სართულზე კი Sky Bar-ი პანორამული ხედებით თბილისზე.
სულ კომპლექსში გაიხსნება 12-მდე პრემიუმ კლასის რესტორანი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ცათამბჯენებში იქნება ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზის, 25 მეტრიანი აუზი, გადასახსნელი ჭერით და ღია, მზიანი ტერასით, ასევე სპა ცენტრი და ბრენდული მაღაზიების ფართო არჩევანი.
ერთ-ერთ კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-იც.
კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss