| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ნავთობპროდუქტების მსხვილმა რეალიზატორმა „ვისოლმა“ EKO -სგან ფრანჩაიზის უფლების მოპოვებაზე განაცხადა.
სიახლე ჯგუფის დამფუძნებელმა ექსკლუზიურად გაზეთს „ბანკები და ფინანსები“ გაუმხილა და აღნიშნა,რომ პროექტის პრეზენტაცია სექტემბრის დასაწყისში, უცხოელი პარტნიორების ვიზიტისას მოხდება.
შეთანხმება EKO-ს მფლობელ კომპანია “საბერძნეთის პეტროლიუმთან” არის მიღწეულია.
„ფრანჩაიზის ხელშეკრულების შედეგად ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ პირველი პილოტური პროექტი განვახორციელოთ თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზირზე ,,ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე. უახლოეს დღეებში ამ ლოკაციაზე დასრულდება სადგურის სრული რებრენდინგი და ფუნქციონირებას დაიწყებს EKO-ს ავტო გასამართი სადგური. ამ სადგურზე წარმოდგენილი იქნება “ეკოს” პროდუქტების სრული სპექტრი. ეს იქნება პილოტური პროექტი და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩვენი ჯგუფი “საბერძნეთის პეტროლიუმის” ხელძღვანელებთან ერთად შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოში შემდგომი ნაბიჯების შესახებ”, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ
აღსანიშნავია, რომ ნავთობკომპანია ,,ეკო ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე 1996–2011 წლებში ოპერირებდა. მოგვიანებით, მათი საწვავის შემოტანა „ვისოლმა“ დაიწყო და მომხმარებელს თავის ქსელში შესთავაზა.
„მომხმარებელს დღემდე აქვს ამ კომპანიის საწვავის მიმართ ნოსტალგია. ამასვე ადასტურებენ იმ კვლევების შედეგები, რომლებიც რამოდენიმეჯერ ჩავატარეთ ბოლო წლების განმავლობაში“, - ამბობს ბიზნესმენი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss