ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელჩი ყაზახურ მხარეს RIXOS- BORJOM-ში წილის 100 პროცენტამდე გაზრდას ურჩევს
15 აგვისტო, 2017, 12:26
ელჩი ყაზახურ მხარეს RIXOS- BORJOM-ში წილის 100 პროცენტამდე გაზრდას ურჩევს

თბილისი (GBC) - ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამბეტ ერტისბაევი ყაზახურ მხარეს RIXOS- BORJOM –ში წილის 100% გაზრდას ურჩევს.

ელჩმა abctv.kz-თან ინტერვიუში საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, ქვეყანას „სამხრეთ კავკასიის ოაზისი“ უწოდა და ყაზახ ბიზნესმენებს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდებაც ურჩია.

„ეს(RIXOS- BORJOM) ძალიან კარგი თანამედროვე სასტუმროა და რეკომენდაციას გიწევთ იქ შვებულება გაატაროთ.  იაფად შესაძლებელია მიიღოთ ბევრი პროცედურა და რაც მთავარია - ეს სამკურნალო წყალია. 10 დღე სვამთ  წყალს და ორგანიზმის მთლიანი გადატვირთვა ხდება“, - ამბობს დიპლომატი და აღნიშნავს, რომ ამ აქტივის კარგ ფასად გაყიდვა შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია ქართველი პარტნიორებისგან დარჩენილი 50% -ის გამოსყიდვაც.

 „ისინი ამის წინააღმდეგნი არ არიან და ის იქნება 100%-ით  ყაზახური მხარის საკუთრება. ვფიქრობ, ყოველთვის იქნება ამ აქტივის მიმართ მოთხოვნა, რადგანაც ხალხი მუდმივად ჩავა იქ სამკურნალოდ და დასასვენებლად“, - ამბობს ელჩი.

როგორც ცნობილია "ყაზმუნაიგაზს" უკვე დიდი ხანია RIXOS- BORJOM- ის გაყიდვა სურს. სასტუმროს 50% საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, რომელიც ბორჯომში ახალი ინვესტიციების ჩასადებად ემზადება, მათ შორის რომანოვების სასახლის რეაბილიტაციისთვის.

სასტუმრო კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები