ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ემა სთოუნია
17 აგვისტო, 2017, 12:13
პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ემა სთოუნია

თბილისი (GBC) - Forbes -მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები დაასახელა.

ჟურნალის მიერ შედგენილ რეიტინგს ემა სთოუნი უდგას სათავეში. „ლა-ლა ლენდის“ მთავარი როლის შემსრულებელმა 12 თვეში 26 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მისმა გმირმა კი, ფილმს 445,3 მლნ დოლარის საკასო შემოსავალი მოუტანა.

რეიტინგის მეორე ადგილი ჯენიფერ ენისტონს ერგო, მისი წლიური შემოსავალი 25.5 მლნ დოლარი იყო. 48 წლის მსახიობის ძირითადი შემოსავალი სარეკლამო კამპანიებიდან არის გენერირებული (Emirates airlines, Smartwater და Aveeno), ამავე პერიოდში შემოსავალის ნაწილი კოსმეტიკური კომპანია Living Proof-ის გაყიდვიდან მიღებული სარგებელია, ამ კომპანიაში ენისტონს წილი ჰქონდა.

რეიტინგის სამეულშია ჯენიფერ ლოურენსი 24 მილიონიანი შემოსავლით, რომელმაც ჰონორარები მიიღო ფილმებიდან „დედა“ და „წითელი ბეღურა“,  ასევე Dior-ის სარეკლამო კამპანიიდან.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები