ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჩირინა გაფართოებაში 1.7 მილიონის ინვესტიციას ჩადებს
18 აგვისტო, 2017, 12:00
ჩირინა გაფართოებაში 1.7 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (GBC) - მთავრობამ კომპანია „ჩირინას“ 183.5 ჰექტარი სახნავი მიწები მიჰყიდა.

კომპანია 5 მიწის ნაკვეთში, რომელთა ჯამური ფართობი 1.8 მლნ კვ. მეტრს აღემატება 183 485 ლარს გადაიხდის.

ამავე დროს მფლობელებმა ვალდებულებაც აიღო, რომ 2021 წლამდე  ამ მიწის ნაკვეთების ან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განვითარებაში 1.7 მლნ ლარს ჩადებს.

აღსანიშნავია, რომ „ჩირინა“ სართიჭალაში,  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსის მფლობელია.

ქათმის ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელის პროდუქცია ბაზარზე „ბიუბიუს“ ბრენდით იყიდება.  

ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს; სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვისს; ლაბორატორიული კვლევების სერვისს; ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები