| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bitcoin cash ღირებულებით კრიპტოვალუტების სამეულში შევიდა.
Coinmarketcap.com-ის ცნობით, ბოლო 24 საათში bitcoin cash -ის ღირებულება 70%-ით გაიზარდა და 1 მონეტაზე 500 დოლარის ნიშნულს გადააბიჯა.
18 აგვისტოს, თბილისის დროით, 01:49 საათზე კურსმა 2 აგვისტოდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 567 დოლარს, დღის 15:55 საათზე კი, $498,58-ის ნიშნულზე ივაჭრებოდა, რაც 66.1%-ით მეტია 17 აგვისტოს დახურვის ფასზე.
ამგვარად, bitcoin cash-ის კაპიტალიზაცია 8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ვირტუალური ვალუტების სამეულში შევიდა და მეოთხე პოზიციაზე ჩამოაქვეითა კიდევ ერთი ციფრული ვალუტა Ripple, რომლის კაპიტალიზაცია 6.1 მლრდ დოლარია.
რეიტინგში პირველ ადგილზეა bitcoin $71 მილიარდის კაპიტალიზაციით, (მიმდინარე გაცვლითი კურსი $4345), ხოლო მეორეზე ethereum ($28,8 მლრდ, გაცვლითი კურსი— $306,67).
შეგახსენებთ, Bitcoin cash — ახალი კრიპტოვალუტაა, რომელიც აგვისტოში bitcoin-ის გაყოფის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss