ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანია ბორჯომი ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება  
22 აგვისტო, 2017, 11:56
კომპანია ბორჯომი ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება   

თბილისი (GBC) –  მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბორჯომის ხეობაში ხანძრით განადგურებული ტყის აღდგენის ჩართვაში მზადყოფნას გამოთქვამს. 

კომპანიის წარმომადგენლებმა  ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.

„გული გვტკივა, ბორჯომის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო. პირველივე წუთებიდან გვერდში ვუდგავართ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან ადგილზე - მეტყევეებს, მეხანძრეებს, მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობას. დიდი იმედი გავქვს, რომ სტიქიას უახლოეს საათებში დავამარცხებთ. როგორც კი გაჩნდება საჭიროება, ჩავერთვებით ტყის ჯერ გაწმენდის, შემდეგ კი აღდგენის სამუშაოებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ "IDS ბორჯომი საქართველოს"  აქამდეც აქტიურად იყო ჩართული 2008 წელს ოკუპანტების მიერ გადამწვარი ტყის აღდგენაში და ტყის საფარის აღდგენის არაერთი აქცია აქვს განხორციელებული.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები