ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Handy ხის საათებზე შეკვეთის 40 პროცენტს უცხოეთიდან იღებს
22 აგვისტო, 2017, 12:42
Handy ხის საათებზე შეკვეთის 40 პროცენტს უცხოეთიდან იღებს

თბილისი (GBC) -  საათების მწარმოებელი Handy გაყიდვებს აფართოებს.

კომპანიის პროდუქცია, რომელიც ბაზარზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოვიდა, სულ უფრო პოპულარული ხდება. ქართული ბრენდის ხისა და ტყავისგან დამზადებულსაათებს  ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინმა,  ლინდსი გრემმა და ემი კლობუჩარმა  ატარებენ, მათ საათები საქართველოში სტუმრობისას აარჩიეს და  საქართველოს სახელით საჩუქრად ამერიკაში წაიღეს.

ორი მეგობრის კომპანიამ ფუნქციონირება 300 ლარიანი კაპიტალით დაიწყო, პირველი ნიმუში კი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოში, ტექნოპარკის დანადგარებზე აეწყო.

„Handy”-ის საათების ფასები 120 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირი 250 ლარი ღირს.  იმის მიუხედავად, რომ ხისგან მზადდება, საათი მსუბუქია და მაქსიმუმ 100-200 გრამს იწონის. დიზაინების ნახვა დაინტერესებულ ადამიანს კომპანიის ფეისბუქ გვერდზე შეუძლია https://www.facebook.com/handy.ge/ ,  თუმცა კლიენტს კომბინირებული ვარიანტის არჩევის შესაძლებლობაც აქვს - სხვადასხვა საათების კორპუსი და ქამარი გააერთიანოს, ან საკუთარი, ექსკლუზიური დიზაინი შეუკვეთოს" - წერს tbcbusiness.ge

Handy- ს ბრენდის პროდუქტი საქართველოს გარდა, რუსეთსა და უკრაინაში იყიდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები  ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. 

„გერმანიაში  ჩვენს მეგობარს პატარა სუვენირების მაღაზია აქვს და იქაც შეიძლება გაგზავნა. ლონდონიდან ველოდებით პასუხს, ერთ-ერთ მაღაზიას ვაჩვენეთ ჩვენი კოლექცია და ვნახოთ, თუ დაინტერესდებიან.  რუსეთიდან და უკრაინიდან კი თავად შეგვეხმიანენ. მოგვწერეს, რომ მოსწონთ ჩვენი საათები და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს" - ყვება კომპანიის დამფუძნებელი ნიკა გიგაია.

Handy-ის საათები საზღვრებს გარეთ საკმაოდ პოპულარულია, ხშირია ფეისბუქ-შეკვეთები ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მომხმარებლების 40 % უცხოელია, 60 % კი ქართველი. 

კომპანიას სურს, რომ Handy-ის პირველი სტენდი ახალ სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ დაიდგას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები