ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს 22 მილიონად, სავარაუდოდ, ანაგი ააშენებს  
23 აგვისტო, 2017, 11:38
ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს 22 მილიონად, სავარაუდოდ, ანაგი ააშენებს  

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს.

ტენდერში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის (ანაგი, დაგი და Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი) სწორედ კომპანია ანაგის სატენდერო დოკუმეტაციის განხილვა მიმდინარეობს. შეთავაზებული უფრო დაბალი  ფასის მიუხედავად, დარჩენილი ორი პრეტენდენტი ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

თუ ანაგის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციას სატენდერო კომისია სრულყოფილად ჩათვლის, კომპანიასთან 22.39 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდება და მშენებელიც ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობას დაიწყებს.

ახალი ტერმინალი მდებარეობს არსებული ტერმინალის მიმდებარედ და მის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც პრემიერმა დააანონსა, ახალი ტერმინალი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება, გათვალისწინებულია სარკინიგზო ბაქანის აშენებაც.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მზარდი ტურიზმის ფონზე ხდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები