ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1 სექტემბერს, ლატარიაში სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება
26 აგვისტო, 2017, 23:21
1 სექტემბერს, ლატარიაში  სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება

თბილისი (GBC) -  1 სექტემბერს საქართველოს ლატარიის კომპანია ბოლო გათამაშებას გამართავს.

„ლოტო 6/36"-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 20:35 წუთზე გაიმართება.

კომპანიის ცნობით, მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

ამასთან, საქართველოს ლატარიის კომპანია, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, შეწყვეტს საქმიანობას.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული.

„ლოტო 6/36"-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება.

მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ლ ნოემბრამდე;

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი 

 საქართველოში ლატარიის გამართვის  უფლება "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერიმ"  (ჯი ენ ელ) მოიპოვა. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპანია ტენდერით შეირჩა და ის  იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები