| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ამერიკული სადაზღვევო კომპანიებიც დააზარალა.
ორშაბათის ვაჭრობაზე ამერიკული სადაზღვევო კომპანიების აქციებზე ფასი დაეცა, იმ ფონზე, როცა ანალიტიკოსებმა სადაზღვევო ზარალის მოცულობა, 10-დან 20 მლრდ დოლარამდე შეაფასეს.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ჰარვი“ შესაძლოა ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი იყოს ამერიკელი მზღვეველების ისტორიაში, ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ის ასევე დაეხმაროს მათ სადაზღვევო პრემიების გაზრდაში, დაბალი ტარიფების პერიოდის შემდეგ, - წერს Reuters.
ქარიშხლის გამო, ორი უმსხვილესი კომპანიის Travelers Companies Inc და Allstate Corp- ის აქციების ფასი 2.6% და 1.5% დაეცა. Progressive Corp-ის ფასიანი ქაღალდები კი, 2.3% გაუფასურდა.
მსოფლიოში სიდიდით მეორე გადამზღვევი Swiss Re -მ კი, განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ქარიშხლის შედეგების სრულმასშტაბიანი შეფასება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss