| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბარგთან დაკავშირებით პირობები შეცვალა. ცვლილებები 29 ოქტომბერს და მის შემდგომ პერიოდში არსებულ ფრენებს ეხება.
ცვლილებების მიხედვით, 29 ოქტომბერს და მის შემდგომ პერიოდში ერთი გზის ავიაბილეთი მოიცავს გადასახადებს, ადმინისტრაციულ და სხვა საკომისიოებს, ასევე ერთ ხელბარგს, რომლის ზომაც სახეცვლილია და 55x40x23 სმ განისაზღვრა.
29 ოქტომბრამდე არსებულ ბილეთებს რაც შეეხება, მცირე ხელბარგის ზომა 42x32x25 სმ-ია და ის უფასოა, ხოლო დიდი ზომის ხელბარგი, 56x45x25 სმ-იანი ზომით, ერთ გზაზე 15 ლარია.
ავიაკომპანია განმარტავს, რომ ლიმიტირებული სივრციდან გამომდინარე, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ბორტზე ყველა ხელბარგი აიტანოს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს ბორტზე რაიმე დამატებით ხელბარგის ატანა სურს, როგორიცაა მაგალითად ლეპტოპის ჩანთა, მან Wizz Priority უნდა შეიძინოს, რომლის ფასიც ერთ გზაზე 14 ლარია. გარდა გარანტირებულად ბარგის ბორტზე ატანისა, ეს სერვისი მომხმარებელს მომსახურების ურიგოდ მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.
ჩასაბარებელი ბარგი კვლავ ფასიანია. თუმცა საშუალო ზომის ჩასაბარებელი ბარგი 23 კილოს ნაცვლად 20 კილო გახდა.
შეიცვალა ასევე ონლაინ რეგისტრაციის (Online Check-in) პირობებიც. კერძოდ, 15 აგვისტომდე ნაყიდ ბილეთებზე რეგისტრაციის გავლა კვლავ ძველებურად, გაფრენამდე 30 დღით ადრეა შესაძლებელი, ხოლო 15 აგვისტოს და მის შემდეგ ნაყიდ ბილეთებზე ონლაინ რეგისტრაცია გაფრენამდე მხოლოდ 48 საათით ადრეა შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss