| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ასაშენებლად „საქართველოს რკინიგზამ“ 4.088 მილიონი ლარი გამოყო.
სამუშაოების შემსრულებელს კომპანია ტენდერით შეარჩევს. პრეტენდენტებმა საკუთარი ფასი 15 სექტემბერს 12:00 საათამდე უნდა დაასახელონ.
დაგეგმილია 2.7 კილომეტრიანი ლიანდაგის აშენება. პროექტით, ლიანდაგი დასაწყისიდან უხვევს მარჯვნივ, გადაკვეთს ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზას და განთავსდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო შენობის წინ მოედანზე, შენობიდან 60 მეტრ მანძილზე, სადაც გათვალისწინებულია სამგზავრო მაღალი ბაქნის მოწყობა სიგრძით 120 მეტრი და სამგზავრო დაბალი ბაქნის მოწყობა სიგრძით 216 მეტრი.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.
როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაც იწყება. სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ (პრინციპალი) შეასრულებს, რომელთანაც 23.2 მილიონი ლარის მოცულობის კონტრაქტის გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss