| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საპარტნიორო ფონდს" ვალის დაფარვის პიკი 2018-2020 წლებში ექნება, - ამის შესახებ Fitch Ratings აცხადებს.
სააგენტოს შეფასებით, ამ წლებში ვალის მომსახურებისთვის გაღებული თანხის მოცულობა წელიწადში 50 მლნ დოლარი იქნება, რაც შვილობილებისგან უფრო მეტი დივიდენდის მიღების აუცილებლობას ქმნის და რაც რთული ამოცანაა, იმ ფონზე, როდესაც შვილობილი კომპანიების მომგებიანობის აღდგენა ნელი ტემპით ხდება. (დივიდენდები 2015-2017 წლებში საშუალოდ, 20 მლნ დოლარი იყო).
FitchRatings-ი აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდს“ ხანდახან თანხის სესხება „საქართველოს რკინიგზისგან“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან“ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ "საპარტნიორო ფონდის" ძირითადი ვალი Credit Suisse-ის მიმართ $150 მილიონის სასესხო ვალდებულებაა, რასაც 2020 წლამდე ვადა აქვს.
2017 წელს ფონდმა დაახლოებით $31 მილიონის საპროცენტო და ძირითადი საამორტიზაციო ხარჯი უნდა გაისტუმროს. ამ ვალდებულების გასასტუმრებლად 1 სექტემბრის მდგომარეობით, ფონდს $32.3 მილიონი აქვს აკუმულირებული სპეციალურ სარეზერვო ანგარიშზე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss