ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
11 სექტემბერი - დღე რომელმაც ისტორია შეცვალა
11 სექტემბერი, 2017, 10:55
11 სექტემბერი - დღე რომელმაც ისტორია შეცვალა

თბილისი (GBC) - 11 სექტემბერი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თარიღად შევიდა.

ამ დღეს, აშშ-ში მომხდარ ტერორისტული აქტს სამიათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივი დროით 8:45 საათზე, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757” ნიუ-იორკის  მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა და შენობის ზედა ნაწილი ხანძრის ალში გაახვია. სწორედ ამ “ბოინგში”, ოთხ თანამზრახველთან ერთად, იმყოფებოდა ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოჰამედ ატა. მათს გარდა თვითმფრინავში იყო 94 ადამიანი – მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.

18 წუთის შემდეგ ამერიკელებმა უკვე ტელევიზორით ნახეს, როგორ დაეჯახა კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი “ტყუპ კოშკებად” წოდებული კომპლექსის ჩრდილოეთ ცათამბჯენს. ამ დროისთვის აშშ-ის თითქმის ყველა ტელეკომპანია ალში გახვეულ სამხრეთ კოშკს უჩვენებდა და, ამდენად, მეორე დაჯახება ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით იხილა.

„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო” – ამ სიტყვების თქმიდან  უკვე 16 წელი გავიდა და  სიტყვები არაერთხელ გვსმენია. იმ ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა

ამ დღეს კიდევ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:

1941 : პენტაგონის შენობისთვის საძირკველი ჩაიყარა.

1973 — სამხედრო გადატრიალება მოხდა ჩილეში, პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში გენერალი ავგუსტო პინოჩეტი მოვიდა.

1986 — პოლონეთში ყველა პოლიტპატიმარი გაანთავისუფლეს.

1988 —ესტონეთში, ესტონური ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.

1997 — შოტლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ეროვნული პარლამენტის შექმნას.

2001 — ტერორისტული თავდასხმა მოხდა აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები