ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართულმა სტარტაპმა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა
11 სექტემბერი, 2017, 11:45
ქართულმა სტარტაპმა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივა შექმნა

თბილისი (GBC) – ქართულმა სტარტაპმა Phage Nutraceuticals-მა ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნა დაიწყო.

მიღწევები პროექტის ავტორმა რატი ღოლიჯაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო.

Phage Nutraceuticals ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთი საუკუნის გამოცდილების ხარჯზე, ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის შექმნით, კვლევითა და წარმოებითაა დაკავებული. საწარმოო ლაბორატორია ბიოქიმფარმას ბაზაზეა შექმნილი.

პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ ფაგის პროდუქტებს გააჩნიათ იმ ბაქტერიების (ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების) ეფექტურად განადგურების უნარი, რომელთა დამარცხებაც ანტიბიოტიკებს აღარ შეუძლიათ.

კომპანიის პროდუქციის გამოყენების არეალი არ არის შეზღუდული და გამოიყენება შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ვეტერინარია, საკვებისა და გარემოს უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, საკვები დანამატები, სამომხმარებლო პროდუქტები.

შეგახსენებთ, კომპანია დაფინანსება, 100 000 ლარის ოდენობით, 2016 წლის ივლისში მიიღო. პროდუქტების ონლაინ გაყიდვა აშშ-შიც იგეგმება.

http://phagenutraceuticals.com/

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები